პროექტის სახელწოდება: გარემოს მცველები
პროექტის მთავარი იდეა(თემა):
პროექტი საზოგადოებრივი თემატიკისაა და მიზნად ისახავს ჩვენს სოფელში არცებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას.
პროექტის აქტუალობა:
ჩვენს სოფელში დაბინძურებულია ეზოები , ქუჩები, მდინარეები, სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
ჩვენი მიზანია კლუბის წევრები გახდნენ ერთგვარი რეინჯერები, რომლებიც დაიცავენ ბუნებას, დაასუფთავებენ გარემოს, ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, კონფერენციებს.რაც დაგვეხმარება ჩავრთოთ პირველ ეტაპზე მთელი სკოლა და შემდეგ მთელი სოფელი ჩვენი კლუბის ეფექტურ მუშაობაში.
პროექტის მიზნები:
ვადები/ ხანგრძლივობა: 8თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, არც შეიძლება შეიქმნას:
· საინფორმაციო ბროშურების, დაფის, პლაკატების და ვიდეო–რგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება;
საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარება; ინტერვიუს აღება; · სკოლის ეზოს დასუფთავება/ მოწესრიგება, თვეში ორჯერ; დაწესდება მორიგეობა კლუბის წევრებისა და სხვა მოსწავლეების, რომლებიც მონაცვლეობით დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
პროექტის მთავარი იდეა(თემა):
პროექტი საზოგადოებრივი თემატიკისაა და მიზნად ისახავს ჩვენს სოფელში არცებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას.
პროექტის აქტუალობა:
ჩვენს სოფელში დაბინძურებულია ეზოები , ქუჩები, მდინარეები, სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
ჩვენი მიზანია კლუბის წევრები გახდნენ ერთგვარი რეინჯერები, რომლებიც დაიცავენ ბუნებას, დაასუფთავებენ გარემოს, ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, კონფერენციებს.რაც დაგვეხმარება ჩავრთოთ პირველ ეტაპზე მთელი სკოლა და შემდეგ მთელი სოფელი ჩვენი კლუბის ეფექტურ მუშაობაში.
პროექტის მიზნები:
- კლუბის საშუალებით მოვაგვაროთ ჩვენს სოფელში არსებული ეკოლოგიური პრობლემები;
- გარემოში არსებული პრობლემის გაცნობიერებას და მათი ეფექტურად გადაჭრის გზების ძიება;
- ბუნების შესახებ ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას ;
- სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას;
- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ აქტივობებში;
- მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას და თვითრეალიზაციის საშუალებას;
- მოსახლეობის ინფორმირებას ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ;
- გარემო პირობების გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომ ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია დედამიწის რესურსების გონიერად მართვაზე.
ვადები/ ხანგრძლივობა: 8თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, არც შეიძლება შეიქმნას:
· საინფორმაციო ბროშურების, დაფის, პლაკატების და ვიდეო–რგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება;
- კლუბის წევრები დაამზადებენ ბროშურებს და დავურიგებთ მოსახლეობას, ასევე გვექნება პლაკატები გამოკრული ცალკეულ უბნებზე;
· ტრენინგ სემინარების ჩატარება მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან; ტრენინგ სემინარებს ჩავატარებთ პირველ ეტაპზე ჩვენი სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეებთან, რათა მათი ცნობიერება ავამაღლოთ არსებულ პრობლემებზე, შემდეგ ეტაპზე კი მაღალი კლასის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან.
· მწვანე პოლიტიკის განხორციელება, მწვანე მაისურები, მწვანე ბროშურები; შევიძენთ მწვანე მაისურები ემბლემით „გმკ“.
· სკოლაში ნაკლებად აქტიური მოსწავლეების კლუბის აქტივობებში ჩართვა; გამოფენებში, შაბათობის მოწყობაში, მცენარეების დარგვისას მათი დახმარება.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ნაგვის ურნა, ცოცხი, ვედრო, ნიჩაბი , ბარი, ცოცხი, ხელთათმანები, ხილის ნერგები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
· საინფორმაციო ბროშურების, დაფის, პლაკატების და ვიდეო–რგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება; კლუბის წევრები დაამზადებენ ბროშურებს და დავურიგებთ მოსახლეობას ასევე გვექნება პლაკატები გამოკრული ცალკეულ უბნებზე.
· ტრენინგ სემინარების ჩატარება მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან; ტრენინგ სემინარებს ჩავატარებთ პირველ ეტაპზე ჩვენი სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეებთან, რათა მათი ცნობიერება ავამაღლოთ არსებულ პრობლემებზე, შემდეგ ეტაპზე კი მაღალი კლასის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან.
· მწვანე პოლიტიკის განხორციელება, მწვანე მაისურები, მწვანე ბროშურები; შევიძენთ მწვანე მაისურები ემბლემით „გმკ“
· საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარება; ინტერვიუს აღება; ჩვენი კლუბის წევრები მოსახლეობას გაესაუბრება მათ პრობლემებზე და შევეცდებით აქტიურად ჩავრთოთ ისინი პროექტის განხორციელებაში,(მაგ. შაბათობის მოწყობა, ხეების დარგვა და სხვა.)
· სოფელში ნაგვის ურნების დადგმა; დონორი ორგანიზაციის (ადგილობრივი მუნიციპალიტეტი) დახმარებით დავდგამთ სოფელში 8 ნაგვის ურნას, რომელსაც კვირაში ერთხელ გაიტანს სპეციალური მანქანა.
· სკოლის ეზოში არსებული აუზის ამოწმენდა, ამოსუფთავება და სკვერის მოწყობა.
· სკოლის ეზოს დასუფთავება/ მოწესრიგება, თვეში ორჯერ; დაწესდება მორიგეობა კლუბის წევრებისა და სხვა მოსწავლეების, რომლებიც მონაცვლეობით დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
· სკოლის ეზოში მცენარეების: ატმის, ვაშლისა და თხილის ნერგების დარგვა ასევე სკვერის მოსაწყობად დავრგავთ ვარდებსა და გეორგინებს.
- ჩვენს მიერ დარგული მცენარეების მორწყვა.
პროექტის ხელმძღვანელი: ცისანა ქამადაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: qcisana@gmail.com